ყვარელში ილიაობას აღნიშნავენ
ყვარელში ილიაობას აღნიშნავენ. 180 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქალაქის ცენტრში დილიდან იმართება.
ისტორიული გალავანის ეზოში მოწყობილია ფაცხები, სადაც სტუმრებს კახური ტრადიციული კერძებით უმასპინძლდებიან. ილია ჭავჭავაძის სახლ- მუზეუმში რეგიონის 300-მდე წარმატებული მოსწავლე განათლების მინისტრის მოადგილემ და კახეთის გუბერნატორმა კომპიუტერებით დააჯილდოვეს.

აირჩიეს საპატიო ყვარლელებიც.ღონისძიებას კონცერტი დაასრულებს.

2017 წელი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელია. მისი დაბადებიდან 180 წელი აღინიშნება, ხოლო მკვლელობიდან 110 წელი შესრულდა.

| Print |
FaceBook Twitter Google