თელავის საკრებულოს არჩილ თხლაშიძე უხელმძღვანელებს
თელავის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარედ არჩილ თხლაშიძე, მის მოადგილედ კი გიგა ორკოდაშვილი აირჩიეს.
თხლაშიძე თელავის საკრებულოს 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო 35 წევრით დაკომპლექტდა, საიდანაც 20 მაჟორიტარული და 15 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატია.
| Print |
FaceBook Twitter Google