გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამ დროისთვის სამი ფრაქციაა
რეგისტრირებული.
ერთი ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ", ერთი "ევროპულმა საქართველომ"
შექმნა, ერთში კი "ნაციონალური მოძრაობის" ორი და "პატრიოტთა
ალიანსის" ერთი დეპუტატი გაწევრიანდნენ.
ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარედ
გიორგი მაჭავარიანი აირჩიეს,
მისი მოადგილე კი
თეიმურაზ ზავრაშვილია.
რაც შეეხება ფრაქცია "გურჯაანს" მისი თავმჯდომარე
ნიკა ნიჟარაძეა, ხოლო მოადგილე
თემურ ბუწაშვილი. ამავე ფრაქციაშია „პატრიოტთა
ალიანსის“ წევრი
კობა კუპრაშვილი.
ფრაქცია "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს"
თავმჯდომარედ აირჩიეს
ვალერი ბარნაბიშვილი, მოადგილე კი
ვასილ უტიაშვილია.
ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად,
ფრაქციის წევრთა რაოდენობა 3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.
მასალის გამოყენების პირობები