გურჯაანის ანსამბლმა "ჰანგები" ფესტივალზე პირველი ადგილი დაიკავა
ქუთაისში, ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ ფესტივალზე, გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრთან არსებულმა ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლმა "ჰანგები"  პირველი ადგილი დაიკავა.
-"ფესტივალში მონაწილეობას შვიდი ანსამბლი იღებდა. "ჰანგებმა" პირველი ადგილი აიღო და მედლითაც დაჯილდოვდა. ხშირად გამოვდივართ სხვადასხვა კონკურსებში და წარმატებებიც გვაქვს. გაზაფხულზე ქუთაისში გრანდიოზული ღონისძიება ჩატარდება და იქაც მიწვეულები ვართ."- აღნიშნა ანსამბლ "ჰანგების" ხელმძღვანელმა შორენა ბააცაშვილმა.



| Print |
FaceBook Twitter Google