ახალი ამბები
13 მიწის ნაკვეთი, 4 სახლი, 2 შპს - საგარეჯოს მერის მოადგილის ქონება და შემოსავლები
Speqtri.ge თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას აგრძელებს. ამჯერად საგარეჯოს მერის მოადგილის პაატა ასრათაშვილის ქონებასა და შემოსავლებს გაგაცნობთ.
დეკლარაცია 4 დეკემბერსაა შევსებული.

მის მფლობელობაშია 10 მიწის ნაკვეთი, 2 საცხოვრებელი სახლი და ასევე არასაცხოვრებელი ფართი.

რაც შეეხება მისი მეუღლის სახელზე არსებულ ქონებას, ის ფლობს 3 მიწის ნაკვეთს, 2 საცხოვრებელ სახლს და მეფრინველეობის ფაბრიკას სოფელ ნინოწმინდაში.

გამგებლის მოადგილის შვილის საბა ასრათაშვილის სახელზეა რეგისტრირებული ორი მანქანა, რომელიც 2017 წელსაა შეძენილი. მაღალი გამავლობის ავტომობილი (ფასი- 15 000 ლარი) და მერსედესი (ფასი- 10 000 ლარი).

ასევე, საბა ასრათაშვილი შპს „ბოდისი+“-ის დირექტორია. შპს 2015 წელს დაარსდა. დეკლარაციის მიხედვით კაპიტალის ოდენობა 38940 ლარია. საწარმოს საქმიანობით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებულმა შემოსავალმა 91492,50 ლარი შეადგინა.

პაატა ასრათაშვილის მეუღლის ეკატერინე როსტიაშვილის სახელზეა რეგისტრირებული შპს ბოდისი, თუმცა საწარმოდან დირექოტრს გასულ წელს არანაირი შემოსავალი არ მიუღია.

პაატა ასრათაშვილს სამი სესხი აქვს აღებული, 1 საქართველოს ბანკში, 2 კი ფინკა ბანკში. სესხის საერთო თანხა 54 500 ლარია.
20 892 ლარი სესხი აქვს გამოტანილი მის მეუღლეს ეკატერინე როსტიაშვილს.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის ცენტრში, თუშეთის თემის
მოსახლოებამ საპროტესტო აქცია მოაწყო. ისინი თუშეთთან დამაკავშირებელი
ალტერნატიული გზის მშენებლობას აპროტესტებენ.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის ცენტრში, თუშეთის თემის მოსახლოებამ საპროტესტო აქცია მოაწყო. ისინი თუშეთთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზის მშენებლობას აპროტესტებენ.
17:09 / 19.02.2018
პანკისის ხეობის სოფელ დუისში, თემირლან მაჩალიკაშვილის სახლი
დამოუკიდებელმა ექსპერტმა და გამომძიებლებმა ცოტა ხნის წინ დატოვეს.
პანკისის ხეობის სოფელ დუისში, თემირლან მაჩალიკაშვილის სახლი დამოუკიდებელმა ექსპერტმა და გამომძიებლებმა ცოტა ხნის წინ დატოვეს.
17:43 / 16.02.2018
პატიმარი, ნიკოლოზ ჩოფიკაშვილი, რომელიც გლდანის N8
დაწესებულებაში ყელგამოჭრილი იპოვეს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ
ლეჩურიდანაა.
პატიმარი, ნიკოლოზ ჩოფიკაშვილი, რომელიც გლდანის N8 დაწესებულებაში ყელგამოჭრილი იპოვეს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურიდანაა.
16:47 / 14.02.2018
პაციენტების სამედიცინო ისტორიის ელექტრონიზაცია თბილისისთვის წლის
ბოლოს გახდება სავალდებულო, ხოლო მთელი საქართველოსთვის მომავალი
წლიდან- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ
განაცხადა.
პაციენტების სამედიცინო ისტორიის ელექტრონიზაცია თბილისისთვის წლის ბოლოს გახდება სავალდებულო, ხოლო მთელი საქართველოსთვის მომავალი წლიდან- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
16:47 / 12.02.2018
2017 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის ხუთ
ძეგლს რეაბლიტაცია ჩაუტარდა.
2017 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის ხუთ ძეგლს რეაბლიტაცია ჩაუტარდა.
12:18 / 12.02.2018
სხვა ამბები
გურჯაანის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ პროექტ „მაკულატურას“ ფარგლებში ჩაბარებული წიგნებიდან მიღებული ქულებით მხატვრული,შემეცნებითი და დარგობრივი ლიტერატურა შეიძინა.
17:06 / 20-02-2018
17-18 თებერვალს გურჯაანმა თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის საქართველოს პირველობას უმასპინძლა. ჩემპიონატი საქართველოს ჭიდაოების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და გურჯაანის მერიის ხელშეწყობით ჩატარდა.
13:30 / 19-02-2018
სამების საკათედრო ტაძართან არსებული ახალგაზრდულ ცენტრ „ერთობის“ ორგანიზებითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მარათონი გაიმართა.
14:32 / 16-02-2018
2018 წლის სკოლის საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. ამის შესახებ დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ისაუბრა.
14:22 / 15-02-2018
გურჯაანის სპორტკომპლექსში თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს პირველობა გაიმართება.
16:25 / 14-02-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.