13 მიწის ნაკვეთი, 4 სახლი, 2 შპს - საგარეჯოს მერის მოადგილის ქონება და შემოსავლები
Speqtri.ge თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას აგრძელებს. ამჯერად საგარეჯოს მერის მოადგილის პაატა ასრათაშვილის ქონებასა და შემოსავლებს გაგაცნობთ.
დეკლარაცია 4 დეკემბერსაა შევსებული.

მის მფლობელობაშია 10 მიწის ნაკვეთი, 2 საცხოვრებელი სახლი და ასევე არასაცხოვრებელი ფართი.

რაც შეეხება მისი მეუღლის სახელზე არსებულ ქონებას, ის ფლობს 3 მიწის ნაკვეთს, 2 საცხოვრებელ სახლს და მეფრინველეობის ფაბრიკას სოფელ ნინოწმინდაში.

გამგებლის მოადგილის შვილის საბა ასრათაშვილის სახელზეა რეგისტრირებული ორი მანქანა, რომელიც 2017 წელსაა შეძენილი. მაღალი გამავლობის ავტომობილი (ფასი- 15 000 ლარი) და მერსედესი (ფასი- 10 000 ლარი).

ასევე, საბა ასრათაშვილი შპს „ბოდისი+“-ის დირექტორია. შპს 2015 წელს დაარსდა. დეკლარაციის მიხედვით კაპიტალის ოდენობა 38940 ლარია. საწარმოს საქმიანობით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებულმა შემოსავალმა 91492,50 ლარი შეადგინა.

პაატა ასრათაშვილის მეუღლის ეკატერინე როსტიაშვილის სახელზეა რეგისტრირებული შპს ბოდისი, თუმცა საწარმოდან დირექოტრს გასულ წელს არანაირი შემოსავალი არ მიუღია.

პაატა ასრათაშვილს სამი სესხი აქვს აღებული, 1 საქართველოს ბანკში, 2 კი ფინკა ბანკში. სესხის საერთო თანხა 54 500 ლარია.
20 892 ლარი სესხი აქვს გამოტანილი მის მეუღლეს ეკატერინე როსტიაშვილს.

| Print |
FaceBook Twitter Google