ქართული ღვინის პრეზენტაცია ესპანეთში
ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში ქართული კულტურის დღეების“ ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია და პრეზენტაცია გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა გიორგი სიხარულიძემ სტუმრებისთვის ქართული ღვინის შესახებ სემინარი ჩაატარა.

ღონისძიებას სავაჭრო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლები, სომელიები და იმპორტიორები დაესწრნენ.

„ქართულმა ღვინომ საკმაოდ დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა სტუმრებში. დაისვა ბევრი შეკითხვა, რაზედაც დაინტერესებულმა პირებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს. მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის“ - აღნიშნა გიორგი სიხარულიძემ.

„ქართული კულტურის დღეები“ ალიკანტეში მოქმედი დიასპორული ასოციაცია „საქართველოს რესპუბლიკა და ემიგრანტების“ ორგანიზებით გაიმართა. ხუთდღიან ღონისძიებას ესპანეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩასულ ქართველ ემიგრანტებთან ერთად ადგილობრივი მცხოვრებლებიც დაესწრნენ.


| Print |
FaceBook Twitter Google