საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა - ლევან გილიგაშვილმა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსმა - თეიმურაზ კალანდაძემ და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ - კობა კობახიძემ ესპანეთის ქალაქ მალაგაში გამართულ ძალისმიერ სამჭიდსა და წოლჭიმში ევროპის თასის გათამაშებაში 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

წოლჭიმში ლევან გილიგაშვილმა, 83 კგ წონით კატეგორიაში, 177,5 კილოგრამიანი შტანგა ასწია და ოქროს მედალი მოიპოვა, თეიმურაზ კალანდაძემ, 74 კგ წონით კატეგორიაში, 140 კილოგრამიანი შტანგა დასძლია და ოქროს მედალი აიღო, ხოლო კობა კობახიძემ, 105 კგ წონით კატეგორიაში, 177,5 კილოგრამიანი შტანგა ასწია და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

სპორტსმენები მსოფლიო ჩემპიონატებისა და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის პრიზიორები არიან.



| Print |
FaceBook Twitter Google