გურჯაანის საკრებულში კიდევ ორი ფრაქცია დარეგისტრირდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნა. ესენია "ქართული ოცნება-მრეწველები“ და "ქართული ოცნება-კონსერვატორები“.
-„ფრაქციაში ოთხი ადამიანი გავერთიანდით. წინა მოწვევის საკრებულში ასეთი ფრაქცია არ ყოფილა. ჩვენი გეგმაა ხელი შევუწყოთ საკრებულოს მუშაობას, რათა მეტი კარგი საქმე გაკეთდეს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულებით.“-აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე ზაზა თოდაშვილმა.

რაც შეეხება ფრაქციას „ქართული ოცნება-მრეწველები“, მას სოფელ არაშენდის დეპუტატი ვაჟა მამისაშვილი უხელმძღვანელებს.

ამ დროისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ 5 ფრაქციაა რეგისტრირებული.


| Print |
FaceBook Twitter Google