შემოსავლების სამსახურმა არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღკვეთა
დღეს, საბაჟო გამშვებ პუნქტში "სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სომხეთის მოქალაქის კ.ა-ს, კუთვნილი ხელჩანთის დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს (წონა 196.44 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩნდა.

საქონლის საბაჟო ღირებულებამ 12,966.33 ლარი შეადგინა. კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 12,966.33 ლარი დაეკისრა.


| Print |
FaceBook Twitter Google