ახალი ამბები
სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერით 12 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი იწყება
საქართველოში, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ევროკავშირის მხარდაჭერით, 12 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი განხორციელდება.
შეთანხმებას ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა ასაქართველოში, რაიმუნდ იელემ  მოაწერეს. პროექტი მიზნად ისახავს ფერმერებისა   და სასოფლო მეურნეობების ხელშეწყობას.   

პროექტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალს ევროკავშირის (EU) დელეგაციის ატაშე, პროგრამის მენეჯერი კრისტინა კასელა დაესწრო. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზადაა დაეხმაროს საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.

„FAO-სა და სამინისტროს მიერ დღეს ხელმოწერილი შეთანხმება პირველია, რომელიც ENPARD-ის პროგრამის III ფაზის ფარგლებში გაფორმდა. პროგრამის მესამე ეტაპის დაწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ოფიციალურად გასული წლის დეკემბერში გამოაცხადეს. 2013 წელს, ENPARD-ის პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის ევროკავშირი საქართველოს ძლიერ და თანმიმდევრულ მხარდაჭერას უწევს. პროგრამისფარგლებში შემუშავდა ახალი საწარმოო მოდელები და სტიმული მიეცა სოფლის მეურნეობაში თანამედროვე სერვისების განვითარებას. ჩვენი შეფასებით, ENPARD-ის პროგრამით საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დაახლოებით მესამედმა, ამა თუ იმ ფორმით, ისარგებლა. ახლახანს დაწყებული მესამე ფაზის ფარგლებში, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მთავრობის მხარდაჭერას, რათა ხელი შევუწყოთ სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას", - განაცხადა კრისტინა კასელამ.


ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა 2013 წლიდან  ხორციელდება  და მისი მთლიანი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზები მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას.


Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროგრამის
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროგრამის "ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში,  კონსულტანტ - მასწავლებლის პოზიციაზე შესარჩევ კონკურსს აცხადებს.
13:18 / 15.08.2018
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, უჯარმის ციხე-ქალაქის
კომპლექსზე ფართომასშტაბიანი სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები
დაიწყო.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსზე ფართომასშტაბიანი სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები დაიწყო.
15:30 / 09.08.2018
დედოფლისწყაროში ალოობა აქტიურ ფაზაშია. დღეს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთის გუბერნატორთან
ერთად, ხორბლის აღების პროცესს გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს
შეხვდა.
დედოფლისწყაროში ალოობა აქტიურ ფაზაშია. დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთის გუბერნატორთან ერთად, ხორბლის აღების პროცესს გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.
16:20 / 09.07.2018
5 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 4 4 00 ტონა
ატამი, რაც 5-ჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის
მაჩვენებელს.
5 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 4 4 00 ტონა ატამი, რაც 5-ჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
16:21 / 06.07.2018
რამდენიმე დღეა გურჯაანის მოსახლეობის ნაწილს წყალი შეზღუდვით
მიეწოდება. ისინი გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ.
რამდენიმე დღეა გურჯაანის მოსახლეობის ნაწილს წყალი შეზღუდვით მიეწოდება. ისინი გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ.
18:58 / 02.07.2018
სხვა ამბები
ხვალ 11 აგვისტოს სოფელ კალაურში მინი ფეხბურთში აგვისტოს ომის გმირის ალექსი ნატროშვილის სახელობის ტურნირი გაიმართება.
16:00 / 10-08-2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად - 15 ივნისი განისაზღვრა.
18:02 / 30-07-2018
გურჯაანის დავით ყიფიანის სახელობის სტადიონზე აფხაზეთის ნაკრებსა და გურჯაანის „ალაზანს“ შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა.
13:43 / 27-07-2018
ქალაქ ყვარელში ე.წ. აღდგომის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. უწყების ინფორმაციით, XVIII-XIX სს-ის ეკლესია დარბაზულია (10,7×6,8 მ) და რიყის ქვით არის ნაგები.
12:41 / 26-07-2018
ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, ყოფილი ბალერონი 84 წლის გივი ტაბახმელაშვილი უკვე რამდენიმე წელია გურჯაანის თოჯინების თეატრში მოღვაწეობს. ამჟამად ის სამხატვრო ხელმძღვანელია.
12:22 / 16-07-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« აგვისტო 2018 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.