ახალი ამბები
C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული 45 ათასი ადამიანიდან 98 % დაავადებისგან განიკურნა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულია ან მკურნალობა ჩაიტარა 45 ათასმა ადამიანმა.
განკურნების მაჩვენებელი 98%-ს შეადგენს. სულ სკრინინგი ჩაიტარა 1 400 000 ათასმა მოსახლემ, მათგან ზოგიერთმა ორჯერ. რაც შეეხება უნიკალურ პაციენტებს, ანუ ადამიანებს, რომლებსაც ერთხელ მაინც აქვთ ჩატარებული სკრინინგი, მათი რიცხვი 900 ათასს შეადგეს.

”ციფრები დაახლოებით ასეთი გვაქვს - ჩვენ გვყავს მილიონ 400 ათასი მოსახლე, ვისაც სკრინინგი ჩაუტარებია, ერთხელ და ორჯერ. აქედან უნიკალური არის დაახლოებით 900 ათასი, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ერთხელ მაინც აქვს ჩატარებული სკრინინგი. დადებითობის პროცენტი დაახლოებით 10-დან 11-მდე მერყეობს. ადამიანები, ვინც არიან დადებითი, მიდიან გაღრმავებულ კვლევებზე, რადგან თუ სკრინინგით დადებითი ხარ, ეს არ ნიშნავს, რომ C ჰეპატიტის აქტიური ფორმა გაქვს, რომელიც მკურნალობას საჭიროებს. შეიძლება თქვენ გქონდეთ დადებითი მაჩვენებელი, თუმცა არ იყოთ სამკურნალო, რადგან დაავადება უკვე გადატანილია და მორჩენილი ხართ. იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა აქტიური ვირუსის არსებობა სისხლში, მაშინ ასეთი ადამიანი ერთვება მკურნალობაში. პროექტში სულ ჩართულია ან მკურნალობა ჩაიტარა 45 ათასმა ადამიანმა ქვეყანაში. ამ ადამიანების დაახლოებით 98% განკურნებულია, ანუ მას ვირუსი გაუქრა ორგანიზმიდან” - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს, გამოკვლევა გაიკეთოს და C ჰეპატიტთან დაკავშირებით თავისი სტატუსი დაადგინოს.


Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ყვარელში UEFA-ს მეორე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა
იგეგმება. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს.
ყვარელში UEFA-ს მეორე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა იგეგმება. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს.
13:38 / 16.10.2018
გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჟურნალისტისა და მწერლის მაია
კახიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჟურნალისტისა და მწერლის მაია კახიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
17:54 / 01.10.2018
29 სექტემბერს , დილის 10 საათიდან, რეგიონალურ ჯანდაცვის ცენტრ
,,დედოფლისწყაროში“
29 სექტემბერს , დილის 10 საათიდან, რეგიონალურ ჯანდაცვის ცენტრ ,,დედოფლისწყაროში“ "სხიური მედიცინის ცენტრისა“ და "კოტე მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის“ ინიციატივით უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება.
12:00 / 26.09.2018
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ძირკოკში ე.წ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ძირკოკში ე.წ. "თუშების უბანში" გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში 470 მეტრამდე სიგრძის გზა მოასფალტდება.
12:00 / 26.09.2018
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა
ავტორიზაცია გაიარა. ავტორიზაციის ვადა ექვსი წელია.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა. ავტორიზაციის ვადა ექვსი წელია.
11:10 / 25.09.2018
სხვა ამბები
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, უცხოეთიდან ქართულ სასწავლებლებში გადმოსულ სტუდენტებს, ზოგადი უნარების ჩაბარება მოუწევთ.
17:29 / 16-10-2018
ერთი ბნელი ძალის ორი პარტიის წარმომადგენლები საზღვარგარეთ გავიდნენ, ხელი მოაწერეს რაღაც ქარტიაზე იმის ნიშნად, რომ არ გალანძღავდნენ ერთმანეთს, ერთი იდეოლოგიის მატარებლები არიან და თავს ვერ იკავებენ, ერთმანეთსაც ლანძღავენ.
16:56 / 16-10-2018
მცხეთა სხვადასხვა კუთხით, სიმბოლოთი უნიკალურია, ამასვე მოწმობს ჩვენი ისტორია. ეს ქალაქი უნიკალურია ქართველებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობით, მსოფლიოში ამ ფაქტით ტოლერანტობის სიმბოლოდ მოვიაზრებით.
16:52 / 16-10-2018
ძუძუს კიბო არის სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე, იგი ყველაზე გავრცელებული კიბოა ქალთა პოპულაციაში და სიხშირით მეორე ადგილზეა ფილტვის კიბოს შემდეგ.
15:02 / 16-10-2018
მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენადალეული და თურმე ეს არის ამ ქვეყანაში დანაშაული,-ასე მიმართა ყაზბეგელებს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში ამომრჩეველთან შეხვედრისას.
10:58 / 16-10-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« ოქტომბერი 2018 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.