გასულ წელს გურჯაანში რეაბილიტაცია ხუთ ეკლესიას ჩაუტარდა
2017 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის ხუთ ძეგლს რეაბლიტაცია ჩაუტარდა.
სრულად აღდგა და პირვანდელი სახე დაუბრუნდა სოფელ ვაზისუბანში მდებარე წმ.გიორგის სახელობის ბაზილიკას (სამკარიანი) VI სს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, გამგეობის შუამდგომლობით, 2 წლის წინ მიენიჭა.

ასევე, რეაბილიტირდა სოფელ კარდენახში მდებარე წმ ნიკოლოზის სახელობის (VI სს) და სოფელ კალაურში მდებარე იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიები (IX სს) . შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა სოფელ კარდენახში მდებარე საბა წმინდის ეკლესიას (XIII-XV სს ) და ვაზისუბანის სანაგირის მონასტერს (X-XI სს).

რეაბილიტაცია ფონდი "ქართუს" დაფინანსებით განხორციელდა. მიმდინარე  წელს,  კიდევ რამდენიმე ძეგლის რეაბილიტაციაა დაგეგმილი , მათ შორისაა სოფელ ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც VI-VII საუკუნეებით თარიღდება.


| Print |
FaceBook Twitter Google