ექსპერტ-კრიმინალისტებმა მაჩალიკაშვილების სახლი დატოვეს
პანკისის ხეობის სოფელ დუისში, თემირლან მაჩალიკაშვილის სახლი დამოუკიდებელმა ექსპერტმა და გამომძიებლებმა ცოტა ხნის წინ დატოვეს.
საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები, იმ ოთახს, სადაც 19 წლის ახალგაზრდა დაიჭრა, სამი საათის განმავლობაში ათვალიერებდნენ.

მედიასთან კომენტარი გააკეთა ექსპერტმა ზაზა ალთუნაშვილმა. მისი განაცხადებით, საქმის ირგვლივ არსებულ კითხვებს საბოლოო პასუხი დამატებითმა ექსპერტიზამ უნდა გასცეს.

"დამატებით დათვალიერების დროს აღმოჩენილია დამატებითი ტყვიის ნაწილები, რომელიც ამოღებულია გამოძიების მხირდან და გადაიგზავნება ექსპერტიზაზე, რომ დადგინდეს ერთი ტყვიის შემადგენელი ნაწილი იყო თუ არა. ამოღებულია კიდევ სხვა ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებიც საჭიროებს შემდეგ კვლევას, ტრასოლოგიურ ექპსეტიზას. ეს ფრაგმენტები ამოღებულია და დალუქულია და შემდეგი კვლევისას გამოჩნდება, თუ რა არის. მე მაინტერესებდა, ერთი გასროლა იყო თუ არა. სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი გასროლა მოხდა. აღმოჩენილია ისეთი ფარგმენტები, რომლებიც შემდგომ კვლევას ექვემდებარება, რაც საქმის მასალებში ჩაიდება. რაც შეეხება ხელყუმბარის არსებობას, საქმის მასალები სრულად არ არის წარმოდგენილი, ალბათ გავეცნობით ამ დეტალებს თუ საიდან იქნა ხელყუმბარა ამოღებული. "- განაცხადა ზაზა ალთუნაშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google