როდის დაიწყება ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეგისტრაცია
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეგისტრაცია, სავარაუდოდ, მარტის პირველ რიცხვებში დაიწყება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა.
დღეს მან მოსალოდნელი ცვლილებების შესახებაც ისაუბრა.

„ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგეგმილი ცვლილებები ეხება ზოგად უნარებსა და მცირედი ცვლილებაა ქართული ენისა და ლიტერატურის შეფასების სქემაში, თუმცა ამას ცვლილებას არც დავარქმევდი. რაც შეეხება ადმინისტრირების ნაწილს, აქ შესაძლოა ცვლილებები გვქონდეს საგამოცდო ცენტრების თვალსაზრისით და ამაზე უფრო დეტალურად აბიტურიენტების რეგისტრაციის დაწყების წინ ვისაუბრებთ“, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google