პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მოქალაქე 1000-4000 ლარამდე დაჯარიმდება
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებები შედის, რომლის თანახმადაც პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ან მის მიმართ განხორციელებულ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე 1000-4000 ლარამდე დაჯარიმდება.
კანონპროექტის ავტორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროა. ფინანური სანქციის გარდა ცვლილება ადმინისტრაციულ პატიმრობას - 15 დღემდე ვადით ითვალისწინებს.

"ხშირ შემთხვევაში, პრაქტიკაში ნორმის ეფექტიან აღსრულებას პასუხისმგებლობის ადეკვატური ზომების არსებობა განაპირობებს. ამ თვალსაზრისით, დღეს მოქმედი ნორმით, სახელმწიფო მოხელის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობა, ან მის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისთვის დადგენილი სანქცია 250 ლარიდან 2000 ლარამდე ისჯება. ეს მინიმალური ზღვარი შეუსაბამოა ნორმის მიზანთან და სამართალდარღვევის შემაკავებელ ფუნქციას ეფექტურად ვერ ასრულებს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საზღვარგარეთის პრაქტიკაა, რომელიც ძირითადად ერთგვაროვანია და სახელმწიფოს წარმომადგენლებისადმი წინააღმდეგობის გაწევისთვის საკმაოდ მაღალი ოდენობის ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

| Print |
FaceBook Twitter Google