სოფელ ჯუგაანში ვაშლისა და ხურმის ბაღი გაშენდა
პროექტის - "დანერგე მომავალი“ ფარგლებში, კახეთში 20 ჰა მიწის ფართობზე ვაშლისა და ხურმის ახალი ბაღი გაშენდა. ხეხილის ბაღი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში მდებარეობს.
პროექტის მენეჯერმა, მარიამ მეკოშკიშვილმა, კახეთის გუბერნატორთან ირაკლი ქადაგიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხვთისო ჭინჭარაულის ვაშლისა და ხურმის ბაღი დაათვალიერა.

ბენეფიციარი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 98 630 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 70 048 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 28 582 ლარი - წვეთოვანი სისტემებისთვის.


| Print |
FaceBook Twitter Google