სოფელ ომალოში 23 წლის ქალმა სავარაუდოდ თვითმკვლელობა სცადა
ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ ომალოში 23 წლის ქალმა, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მან დაზიანებები მუცლის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიიყენა, ის ჯერ ახმეტის საავადმყოფოში მოათავსეს, ხოლო შემდეგ თელავის რეფერლაურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

,,პაციენტს აღენიშნებოდა მუცლის არეში შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა. დაზიანებული იყო ღვიძლი და პანკრიასი, გოგონას ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული მართვით სუნთქვაზე, მისი მდგომარეობა მძიმეა, წინასწარ  პროგნოზირება გამიჭირდება. “- აღნიშნა თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google