ილიაწმინდის მოსახლეობა წინა ხელისუფლების დროს გაყიდული მიწების დაბრუნებას ითხოვს
სოფელ ილიაწმინდის მოსახლეობამ სიღანღის მუნიციპალიტეტის მერიასთან  აქცია გამართა. ადგილობრივი მცხოვრებლები წინა ხელისუფლების დროს გასხვისებული მიწის ნაკვეთებისა და საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ.
ილიაწმინდელების განცხადებით, რამდენიმე წლის წინ მათი ნებართვის გარეშე, მიწები უცხოელ ინვესტორებზე გაიყიდა. სოფელს კი ალტერნატიული ფართი არ გააჩნია. 

მუნიციპალიტეტის მერიაში კი ამბობენ, რომ სოფელ ილიაწმინდის საძოვრები და მიწა წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა და უცხოელ მფოლებელს ტერიტორია საკუთებაში დაკანონებული აქვს.




| Print |
FaceBook Twitter Google