მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეული კახეთში
ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეული კახეთიდან დაიწყო. მომხმარებლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრები ახმეტის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში გაიმართა.
ენერგოომბუდსმენმა მონიტორინგის მიზნით "ენერგო-პრო ჯორჯიას“ კახეთის სერვისცენტრსაც ესტუმრა.

აქციის - „შენი ხმა რეგიონს“ ფარგლებში, მოქალაქეებმა სამართლებრივი კონსულტაციები ადგილზე მიიღეს და შესაბამისი წერილობითი განცხადებებით საზოგადოებრივი დამცველის სამსახურსაც მიმართეს. 

მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში, მსგავსი აქტივობები საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.




| Print |
FaceBook Twitter Google