ავარია გურჯაანში - დაშავებულია არასრულწლოვანი
გურჯაანში, გურამიშვილის ქუჩაზე ერთმანეთს "ოპელის“ მარკის ავტომანქანა და მოპედი შეეჯახა. როგორც მანქანის მძღოლმა speqtri.ge-ს განუცხადა, საპირისპიროდ მოძრავმა მოპედმა ორ მანქანას გაუსწრო და შემდეგ მას დაეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მოპედს არასრულწლოვანი შლემის გარეშე მართავდა. ის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.


| Print |
FaceBook Twitter Google