22 მარტს სარფის გამშვებ პუნქტზე მიმოსვლა 12 საათით შეჩერდება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 22 მარტს, 09:00 საათიდან 21:00 საათამდე, ‘სარფის’ საბაჟო გამშვები პუნქტი ჩაიკეტება.
უწყება მოსახლეობას "ვალესა’" და "კარწახის" საბაჟოებით სარგებლობას ურჩევს. შემოსავლების სამსახურმა ეს ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკის საკონსულოსგან მიიღო.

შეზღუდვა მხოლოდ 12 საათის განმავლობაში იმოქმედებს. შეფერხების მიზეზი "სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მხრიდან დაწყებული სამშენებლო–სარეკონსტრუქციო სამუშაოებია.




| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები საბაჟო / სარფი /