გურჯაანში "ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დელეგატები და ბიუროს წევრები აირჩიეს
დღეს გურჯაანში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საოლქო ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა. 146 დელეგატიდან ყველამ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე ვანო ბერიძიშვილს დაუჭირა მხარი.
დღესვე აირჩიეს ყრილობის დელეგატები და ბიუროს ხუთი წევრი.

-„დელეგატებმა უკვე მესამედ გამომიცხადეს ნდობა. რა თქმა უნდა, ველოდი, რომ ხმათა უმრავლესობით ამირჩევდნენ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პარტია ცოცხალი ორგანიზმია, ბიუროში ცვლილებებია, ახალი წევრები გვყავს. პარტია, რომელიც ხალხისთვისაა შექმნილი, ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს“ - აღნიშნა „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილმა.

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, დღევანდელ კონფერენციაზე პარტიის აქტივთან ერთად მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილეს.

„ქართული ოცნება“ ემზადება ყრილობისთვის და ამიტომ მუნიციპალიტეტებში პარტიული კონფერენციები ტარდება, ირჩვენ პარტიის ხელმძღვანელს და ყრილობის დელეგატებს. დღესვე, პარტია შეხვდა თავის აქტივს, ვისაუბრეთ ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობაზე, სოციალურ საკითხებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გურჯაანისთვის“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კონფერენციას პარლამენტარები თედო ისაკაძე, გია ბენაშვილი და დიმიტრი სამხარაძეც ესწრებოდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google