რა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდება სიღნაღში
ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, სიღნაღში აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება და ქალაქის იერსახე გაუმჯობესდება. ამის შესახებ speqtri.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გოგი გოგილაშვილმა განუცხადა.
-"პირველ რიგში შეკეთდება ისტორიული ნაგებობების ფასადები, ღობეები და ჭიშკრები, რადგან ტურისუტული სეზონი უკვე ახლოსაა და გვინდა, მზად შევხვდეთ. ასევე მოიხსნება აივნები, სადაც ამის საჭიროებაა და ახლით შეიცვლლება, რეაბილიტირდება დასვენების პარკი.  აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 100 000 ლარია გათვალისწინებული.  ასევე, მოასფალტდება ცენტრალური ქუჩები. პროექტები უკვე შესყიდული გვაქვს და დაახლოებით ერთ თვეში სამუშაოები დაიწყება. ტურისტებს ყველა პირობა ექნებათ იმისთვის, რომ ჩამოვიდნენ და ქალაქი დაათვალიერონ."-აღნიშნა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა.

















| Print |
FaceBook Twitter Google