"ბადაგონის" საქმეზე სამართლებრივი დავა შეწყდა
დავა, რომელიც კომპანია "ბადაგონის" წინააღმდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, უკვე დასრულებულია.
დღეს ზემო ხოდაშენის საწარმოში შეკრებილ თანამშრომლებს კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ მიმართა.

" არ შეიძლება არ აღვნიშნო თანამიმდევრული პოლიტიკა, რომელსაც ატარებს პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მისი გუნდი ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის და კერძო ბიზნესის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის საქმეში. გპირდებით, თქვენ ბევრჯერ იამაყებთ ჭეშმარიტად ქართული საქმით, რომელსაც "ბადაგონი" ჰქვია" - აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, შპს "ბადაგონის“ მიერ წილების შესაძლო მითვისების საქმეზე გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის 18 იანვარს გამოძიება დაიწყო.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბადაგონი / დავა /