საგარეჯოში განახლებული სტადიონი გაიხსნა
საგარეჯოში განახლებული ცენტრალური საფეხბურთო მოედანი გაიხსნა. განახლებულ სტადიონზე პირველად, საგარეჯოს „გარეჯმა“ აჩაბეთის "ლიახვს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტისთვის რეგიონული გავითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 636 557 ლარი დაიხარჯა.  

უახლოეს მომავალში განხორციელდება მეორე პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სტადიონზე არსებული ტრიბუნების, საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას, ასევე გასახდელებისა და საშხაპეების მოწყობას.


| Print |
FaceBook Twitter Google