ფრინველის გაყინული ხორცი შეუფუთავად აღარ გაიყიდება
1 აგვისტოდან ფრინველის გაყინული ხორცის შეფუთვა სავალდებულო გახდება. შესაბამისი ცვლილებები შევიდა მთავრობის 14 მაისის დადგენილებაში „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“.

„საცალო ვაჭრობაში საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდების მიზნით განთავსებული გაყინული ფრინველის ხორცი უნდა იყოს შეფუთული. საცალო ვაჭრობაში (გარდა სადისტრიბუციო ტერმინალების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საწარმოებში არსებული სასადილოების, ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტების, რესტორნებისა და სურსათთან დაკავშირებული მსგავსი მომსახურების გამწევი ობიექტების) განთავსებული გაყინული ფრინველის ერთი შეფუთვა უნდა მოიცავდეს ფრინველის ერთ ტანხორცს ან ერთი სახეობის ფრინველის, მაქსიმუმ, ერთი ტანხორცის შესაბამის ნაწილებს. შეფუთვაზე განთავსებულ უნდა იქნეს ეტიკეტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად“ - ვკითხულობთ დადგენელებაში.

ამავე დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ბიზნესოპერატორმა, რომელიც  ნედლ რძეს აწარმოებს ან/და აგროვებს, უნდა უზრუნველყოს, რომ პროდუქტი მიიღოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იდენტიფიცირებული ცხოველისაგან. საგულისხმოა, რომ დადგენილების ეს პუნქტი 2019 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში.
| Print |
FaceBook Twitter Google