ძლიერმა წვიმამ გომბორის უღლტეხილზე გზა დააზიანა
უხვმა ნალექმა ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმრთულებით ცენტრალი გზის ორი მონაკვეთი დააზიანა.  სტიქის ზონაში ამ დრომდე სპეციალური ტექნიკა მუშაობს. 
როგოც კახეთის საგზაო სამართველოში განაცხადეს, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა, თუმცა, ამ ეტაპისთვის გადაადგილება თავისუფალია. "ინტენსიურმა წვიმამ მთაში ღვარცოფული პროცესები დაიწყო და კლდის ნაშალი ჩამოიტანა. სანიაღვრე არხმა მოვარდნილი ქვა-ღორღის გატარება ვერ შეძლო და წყალი ცენტრალურ გზაზე გადმოვიდა.  ორ მონაკვეთზე საკმაოდ მძიმე ვითარება იყო. წუხელვე გავხსენით გზა თუმცა ამ ეტპაზე გზის სრულად გაწმენდა მიმდინარეობს," - განცხადა კახეთის საგაზაო სამართველოს დირექტორმა, თამაზ აბდულაშვილმა.
ამ მონაკვეთზე მოძრაობას საპატრულო პოლიცია აწესრიგებს.
შეგახსენებთ, რომ წუხელ  გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ადიდებულმა მდინარე „ჭერემმა“ გზა დააზიანა, რის გამოც, სოფელი ჭერემი გავესამყაროს მოსწყდა.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გომბორი / სტიქია /