სოფელ ჭერემის მოსახლეობა დახმარების მოლოდინშია
გურჯანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭერემი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მდინარე ჭერმისხევი ადიდდა და სოფელთან დამაკავშირებელი გზის ორი მონაკვეთი ჩახერგა. სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 15 ოჯახი დახმარების მოლოდინშია.
"ასეთი სტიქია არ გვახსოვს. გზის ორი ნაწილი სრულადა ჩახერგილი.გადადგილებას ვერ ვახერხებთ.დახმარებას ვითხოვთ.სოფელში არც მაღაზიაა და არც აფთიაქი. დენიც არ გვაქს,მერი იყო ადგილზე და სამუშაოებს მალე დაიწყებენო გვითხრა." - აღნიშნა ჭერემის მკვიდრმა ვაჟა მაჩხაშვილმა.

ადგილზე იმყოფებოდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვლი. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ხარჯთაღიცხვას აწარმოებენ, პარალალურად ხდება სპეციალური ტექნიკის მობილიზება და აღდგენითი სამუშაოები მალევე დაიწყება.
| Print |
FaceBook Twitter Google