5 ივლისის მონაცემებით ექსპორტზე 4400 ტონა ატამია გასული
5 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 4 4 00 ტონა ატამი, რაც 5-ჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ინფორმაციას ამის შესახებ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტრო ავრცელებს. უწყების ცნობითვე, ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (66.5%), სომხეთში (16.1%), აზერბაიჯანში, (14.6%), ასევე უკრაინაში, ყაზახეთში, კატარსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებში ხორციელდება.

ქალაქ გურჯაანში,  სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში ფუნქციონირებს საორგანიზაციო შტაბი. შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. 
აღნიშნული ჯგუფი  საჭირო საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებასა და გაცემას უზრუნველჰყოფს.




| Print |
FaceBook Twitter Google