უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსზე სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსზე ფართომასშტაბიანი სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები დაიწყო.
რეაბილიტაციის I ეტაპი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნაყარი მიწის ფენისაგან კომპლექსის ციტადელის გაწმენდას, მისი ცალკეული არქიტექტურული სეგმენტების კონსერვაციასა და ინფრასტრუქტურული კვანძების მოწყობას მოიცავს. გალავნის შიდა და მიმდებარე სირცეებზე გრუნტის მოხსნის პროცესი მუდმივი არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ წარიმართება, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კულტურული ფენების დაზიანებას გამორიცხავს.

უწყების ინფორმაციით, ციხე-ქალაქის სარესტავრაციო-საკონსერვაციო პროექტი საშუალოვადიანია და ის სავარაუდოდ 2022 წლისთვის დასრულდება. შ.პ.ს. "იკორთა 2007“-ის მიერ შემუშავებული საპროექტო დოკუმენტაციისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვის საფუძველზე უჯარმის კომპლექსზე ფიზიკურ სამუშაოებს შპს „ისტორიულ ძეგლთა რეაბილიტაციის ცენტრი“ ახორციელებს.

ძეგლზე მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესი სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ მონიტორინგის ჯგუფთან ერთად მოინახულა.

ცნობისთვის, უჯარმა ისტორიული ცნობების მიხედვით III-IV საუკუნეთა მიჯნაზე წარმოიქმნა და იმ დროისთვის ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ცენტრს წამოადგენდა. 

| Print |
FaceBook Twitter Google