პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებლებისთვის კონკურსს აცხადებს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროგრამის "ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში,  კონსულტანტ - მასწავლებლის პოზიციაზე შესარჩევ კონკურსს აცხადებს.
ცენტრის ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში 43 ვაკანსიაზე 12 საგნის სპეციალისტი შეირჩევა. შერჩეული კანდიდატები აჭარის, გურიის, იმერეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის საჯარო სკოლებში განაწილდებიან.

აღნიშნული კონსულტანტ - მასწავლებლების ფუნქცია - მოვალეობა იქნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შესაბამისი საგნის სწავლება, არაფორმალური სწავლების ხელშეწყობა, რაც მოიცავს საგნობრივი წრის შექმნას, დამატებითი გაკვეთილის ჩატარებას, შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროექტებისა დასხვადასხვა აქტივობების განხორციელებას.

კონკურსში მონაწილების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ - ერთ ქვემოთ მოცემულ პირობას:

-ფლობდეს მასწავლებლის დამადასტურებელ სერტიფიკატს შესაბამის საგანში;
-ფლობდეს შესაბამისი საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ ცნობას;
-ფლობდეს 60 კრედიტიან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს;

პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისა და ბარის შორეულ საჯარო სკოლებში.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდებზე -  HR.GOV.GE დაTPDC.GE.
| Print |
FaceBook Twitter Google