სტიქია თელავსა და ახმეტაში
სეტყვამ,რომელიც დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა,  თელავში მნიშვნელოვნად დააზარალა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ხეხილი და ბოსტნეული. სეტყვას თან ერთვოდა ძლიერი ქარი. ამ დროისთვის უცნობია, დაზიანდა თუ არა ქალაქის ინფრასტრუქტურა. ჩვენ დამატებითი დეტალების გარკვევას ვცდილობთ.           სეტყვამ ასევე ახმეტის მუნიციპალიტეტიც დაზარალა.განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა სოფელ ქისტაურში. ნახევარსათიანმა სტიქიამ ვენახები,ხეხილის ბაღები და ნათესები გაანადგურა.სოფელ ახშანის გზაზე წაქცეულია ხეები.
ამ დროისთვის სტიქიის ზინაში იმყოფება ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი.
"ძლიერი სეტყვა იყო,ახლაც წვიმს.რამდენიმე სოფელი დაისეტყვა, თუმცა ყველაზე რთული სიტუაცია სოფელ ქისტაურშია, სადაც სეტყვა და ქარი იყო.ასევე ხეებია წაქცეული და მოძრაობას აფერხებს.აქ ვართ ადგილზე და ტექნიკა მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებს. ზარალის რაოდენობაზე ამ ეტაპზე ინფორმაცია არ მაქვს." - აღნიშნა იოსებ ქარუმაშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google