თელავში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ თელავში პრობლემები შექმნა. სანიაღვრე არხებმა წყლის ნაკადი ვეღარ გაატარა, რის გამოც მოვარდნილმა ღვარცოფმა ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეაფერხა. სევე დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.
"ქალაქში და მუნიციპალიტეტის მასშტაბით დატბორილია  საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. ამ დროისთვის სამაშველო სამსახური მუშაობს. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანებულა ქუჩები."- განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა .
| Print |
FaceBook Twitter Google