აქცია სოფელ ქისტაურში - სტიქიის შედეგად დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. ისინი ცენტრალურ ხელისუფლებას დახმარებისკენ მოუწოდებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გამოყენება არ მომხდარა, რაც ზარალს გაცილებით შეამცირებდა. მოსახლეობის თქმით, ვენახები მთლიანად განადგურებულია.
ქისტაურელებმა ცენტრალური გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
| Print |
FaceBook Twitter Google