ლევან დავითაშვილი კახეთში სტიქიის შედეგებს გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავითაშვილი კახეთში ღამით მომხდარი სტიქიის შედეგებს გაევნო. მან რთველის საკორდინაციო შტაბში რეგიონის გუბერნატორისგან და დაზარალებული მუნიციპალიტეტების მერებისგან სტიიქის შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა.
მინისტრის განცხადებით, დაზარალებულ მოსახლეობას ფულადი კომპენსაციით ვერ დაეხმარებიან, თუმცა ქარხნებთან უკვე შედგა მოპალარაკება, რომ დაზიანებული მოსავალი ჩაიბარონ.
" სამწუხაროა, როცა ასეთ მასშტაბურ სტიქიასთან გვაქვს საქმე.ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება და ფერმერებმა ნაწილობრივ გადარჩენილი ყურძნის ჩაბარება შეძლონ.სწორედ ამიტომ დღეს საგანებოდ შევიკრიბეთ რთველის შტაბში.აქ შტაბს აქვს მუდმივი კონტაქტი იმ კომპანიებთან, რომლებიც სპირტის დამზდებას შეძლებენ დაზიანებული ყურძნისგან.ამ მხრივ მოსახლეობას პრობლემა არ ექნება.ფერმერები ხვალ დილიდან უკვე დაიწყებენ დაკრეფას.ჩვენ ყველა ფერმერს მოვუწოდებთ ნებისმიერ კულტურაში, განსაკუთრებით კი მევენახეებს, რომ აგრო დაზღვევის ინსტრუმენტი გამოიყენონ ბოლომდე. ჩვენ მუდმივად ვიქნებით კონტაქტზე,თუმცა ზარალის ფულადი კომპენსაციიით ანაზღაურება ამ შემთხვევაში არ მოხდება."- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google