ახმეტის ღვინის ქარხანა დასეტყვილ ყურძენს 40-50 თეთრად ჩაიბარებს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მევენახეებმა სტიქიისგან დაზიანებული ყურძნის კრეფა დღეს დილიდან დაიწყეს.  მოსავალს ახმეტის ღვინის ქარხანა ჩაიბარებს.
1 კგ ყურძნის ფასი სავარაუდოდ 40-50 თეთრი იქნება.

გუშინ, რთველის შტაბში გამართულ შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ფინანსური ანაზღაურება არ მოხდებოდა, თუმცა ხელისუფლება ფერმერებს ყურძნის ჩაბარებაში დაეხმარებოდა.

ხელისუფლების ამ შეთავაზებით უკმაყოფილოა გლეხების ის ნაწილი, რომელთაც სტიქიამ ვენახები 100% გაუნადგურა, ისინი ფულად კომპენსაციას ითხოვენ. მათ გუშინ სოფელ ქისტაურში საპროტესტო აქცია გამართეს.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ახმეტა / რთველი /