გურჯაანში ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობის ნაწილი ჩამოინგრა
გურჯაანში, ფარნავაზის ქუჩაზე მდებარე, ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობის ნაწილი ჩამოინგრა. ადგილზე სამაშველო ბრიგადა, სამართალდამცველები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებიან.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

-„ბავშვები შედიან და ეზოში თამაშობენ ხოლმე. კიდევ კარგი, ახლაც იქ არ იყვნენ, თორემ რამე უბედურება მოხდებოდა. წლებია, აქ მცხოვრებლები, შენობის დანგრევას ვითხოვთ, მაგრამ პატრონი არ გამოუჩნდა.“- აღნიშნა ფარნავაზის ქუჩაზე მცხოვრებმა ვაჟა ტაველიშვილმა.

აღნიშნული შენობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზეა. მისი გაყიდვა ადგილობრივმა თვითმმართველობამ რამდენჯერმე სცადა, თუმცა ყიდვის სურვილი არავინ გამოთქვა.


| Print |
FaceBook Twitter Google