რთველის შტაბში ამ დროისთვის 15 კომპანიაა დარეგისტრირებული, რომელიც ყურძენს ჩაიბარებს
20 აგვისტოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბი ოფიციალურად გახსნა. ამ დროისთვის უკვე დარეგისტირებულია 15 კომპანია, რომელიც ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩაერთვება.
რთველის მიმდინარეობის დროს შტაბი 24- საათიან რეჟიმში იმუშავებს. ყურძნის კრეფა რამდენიმე დღეში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დაიწყება და ეტაპობრივად კახეთის მთელ რეგიონს მოიცავს.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს სახელმწიფო სუბსიდიას აღარ გასცემს.

შეგახსენებთ, რომ 18 აგვისტოს ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის შედეგად, 500 ჰექტრამდე ვენახი დაზიანდა. 
„ახმეტის ღვინის ქარხანამ“ დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება სტიქიის მეორე დღესვე დაიწყო. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეისათვის, სეტყვისგან დაზიანებული 500 ტონა ყურძენი უკვე გადამუშავებულია.





| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები რთველი / ყურძენი /