წნორში ერეკლე მეორისა და თავისუფლების ქუჩების რეაბილიტაცია ოქტომბერში დასრულდება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის ორ ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ასფალტო-ბეტონის საფარით მოპირკეთდება ერეკლე მეორისა და თავისუფლების ქუჩის მეორე შესახვევი.
მერიის ინფორმაციით, ორივე მონაკვეთის საერთო სიგრძე 877 მეტრს შეადგენს. ღირებულება 279 972 ლარი.

სამუშაოები მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს დასრულდება.


| Print |
FaceBook Twitter Google