სოფელ ზეგაანში 40 წლამდე მამაკაცმა თავი მოიკლა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში 40 წლამდე მამაკაცმა თავი მოიკლა. გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა ნახეს.
როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონულმა სამმართველომ ძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვლილს 4  შვილი დარჩა.

| Print |
FaceBook Twitter Google