გურჯაანის ღვინის ქარხნებთან რიგებია
გურჯაანში ღვინის ქარხნებთან ყურძნით დატვირთული მანქანების რიგებია. როგორც speqtri.ge-ს მევენახეებმა განუცხადეს,ყვარელში ღვინის კომპანიებმა ყურძნის მიღება დროებით შეაჩერეს და მოსავლის წაღება გურჯაანში მოუწიათ. საკითხის გარკვევას რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბში შევეადეთ. “ჩვენი ინფორმაციით განსაკუთრებული არაფერი ხდება. რთველის დროს რიგები საწარმოებთან ჩვეულებრივი მოვლენაა. როცა კონკრეტული კომპანია დიდი რაოდენობით ყურძენს იღებს და გადავსება ხდება,აჩერებს მიღებას და პროცესში სხვა ქარხანა ერთვება.რთველი აქტიურ ფაზაშია შესული და ქარხნებთან მანქანების ნაკადი ბუნებრივია“-განაცხადეს შტაბში.                                                                                                             ამ დროისთვის კახეთში ყურძენს 60-მდე ღვინის ქარხანა იბარებს.
| Print |
FaceBook Twitter Google