კარდენახში ქარმა ხე მოგლიჯა - ორ უბანს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ძლიერმა ქარმა, ღამით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ხე მოგლიჯა და ელექტროსადენები დააზიანა. ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ორი უბანი („ნუშების“ და „ჩახვაანთ უბანი“).
როგორც speqtri.ge-ს ენერგო-პრო ჯორჯიაში განუცხადეს, ამ დროისთვის ადგილზე მუშაობენ და ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით 4 საათში აღდგება.

| Print |
FaceBook Twitter Google