პრეზიდენტობის რომელ კანდიდატებს უთხრა უარი ცესკომ რეგისტრაცაზე
პრეზიდენტობის კანდიდატობის 46 მსურველიდან 20-ს ცესკომ რეგისტრაციაზე უარი უთხრა. უარის თქმის მიზეზად სახელდება ის, რომ კანდიდატებმა მხარდამჭერთა სიები არ წარადგინეს.
საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენაზე უარი ეთქვათ - გია ჩხიკვაძეს, კობა ჯულაყიძეს, გიორგი გახოკიას, ნიკოლოზ ლეკიშვილს, დავით ამაშუკელს, თამაზ ბიბილურს, ბონდო ბარათაშვილს, ელისო დონაძეს, ვაჟა ჩხაიძეს, ზაქარია როჭიკაშვილს, ზაურ მეკოკიშვილს, გიორგი შენგელაიას, ბესიკ აფხაიძეს, ავთანდილ ფილაურს, იოსებ ბიბილეიშვილს, იაკობ გრიგორიევს, ნინო ჯიქიას, დენიზა სუმბაძეს, მაია ნინუას და ივანე ნუგზარაშვილს. განხილვის პროცესშია ორი პირის, მიხეილ ანთაძის და ოთარ მეუნარგიას საკითხი.

ცნობისთვის, ყველა მათგანის კანდიდატურა საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო წარდგენილი. ცესკო-ში ხელმოწერების შეტანის ვადა 18 სექტმებერს ამოიწურა.



| Print |
FaceBook Twitter Google