"ლოპოტა სპა რეზორტი“ ჯაზის ფესტივალს უმასპინძლებს
6 და 7 ოქტომბერს, კახეთში, „ლოპოტა სპა რეზორტზე“ ფესტივალი „ჯაზი და ღვინო“ (Jazz and Wine Kakheti) გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები.
მათ შორის, ლეგენდარული ამერიკელი გიტარისტისა და მომღერლის რაულ მიდონის ტრიო და ცნობილი შვედი პიანისტისა და კომპოზიტორის ჯეიკობ კარლზონის ტრიო.

ფესტივალის სტუმრები იქნებიან ცნობილი ბასისტი ადამ ბენ ეზრა და მხიარული და „გემრიელი შოუს“ წარმდგენი იტალიური ბენდი „სპაგეტი სვინგი“.

კონცერტების გარდა, დაგეგმილია ღვინის დეგუსტაციები, სადაც ცნობილი სომელიეები ღვინის მოყვარულებს ღვინის შესახებ საინტერესო დეტალებს გააცნობენ; ორი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ მუსიკოსებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ რთველში და დაწურონ ღვინო.

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „ისთერნ პრომოუშენს". 


| Print |
FaceBook Twitter Google