29 სექტემბერს დედოფლისწყაროში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება
29 სექტემბერს , დილის 10 საათიდან, რეგიონალურ ჯანდაცვის ცენტრ ,,დედოფლისწყაროში“ "სხიური მედიცინის ცენტრისა“ და "კოტე მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის“ ინიციატივით უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საშუალება ექნება მიიღოს კვალიფიციური სპეციალისტების -უროლოგის, ონკოლოგის, გასტროენტეროლოგის, ენდოკრინოლოგის, თავ-კისრის ქირურგის, მამოლოგისა და გინეკოლოგის კონსულტაციები.

უფასო სამედიცინო აქცია კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის ადმინისტრაციისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ხორციელდება.


| Print |
FaceBook Twitter Google