ყვარელში UEFA-ს სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი აშენდება
ყვარელში UEFA-ს მეორე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა იგეგმება. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს.
საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რისთვისაც 180 ათასი ლარია გათვალისწინებული.

სათანადო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ გაირკვევა, რა დაჯდება 2 000 კაცზე გათვლილი, დახურულ ტრიბუნიანი სტადიონის მშენებლობა.

უეფას წესების თანახმად, მეორე კატეგორიის სტადიონზე, ნებადართული იქნება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის, ევროლიგის ფლეი ოფისა და ჩემპიონთა ლიგის პირველი და მეორე ეტაპის მატჩები, საქართველოს ეროვნული ნაკრების ამხანაგური და ყველა ახალგაზრდული ნაკრებების ოფიციალური და ამხანაგური მატჩების ჩატარება.


წყარო: bm.ge
| Print |
FaceBook Twitter Google