ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის სახელობის თასის გათამაშება გაიმართება
3-4 ნოემბერს, "თუშეთის განვითარების ფონდის“ ორგანიზებით,
მინი-ფეხბურთში, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის
სახელობის გარდამავალი თასის გათამაშება გაიმართება. ტურნირი
ანწუხელიძის მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში ჩატარდება.
ტურნირი 2 ასაკობრივ ჯგუფში მოეწყობა, სკოლის მოსწავლეები და
უფროსები. გუნდის დარეგისტირებისთვის თითო გუნდში საჭიროა მინიმუმ 8
ადამიანი. მსურველები რეგისტრაციისთვის სამ ნოემბერს, 10:00 საათზე
უნდა გამოცხადდნენ.
ცნობისთვის, ტურნირს საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა და ყოველწლიურად
ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები