ხე-ტყის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი ფაქტი კახეთის რეგიონში დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის 01 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 395 ფაქტი გამოავლინეს.
აქედან,  15 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 114 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთში 61, იმერეთში - 33, აჭარაში - 29, გურიაში - 7, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 14, ქვემო ქართლში -25, მცხეთა-მთიანეთში - 8, შიდა ქართლში -23, სამცხე-ჯავახეთში - 79, ხოლო თბილისში -2 ფაქტი დაფიქსირდა.

უწყების ინფორმაციით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 3170 მ3-მდე ხე-ტყე. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.


| Print |
FaceBook Twitter Google