პატარძეულის "ვეფხვები" ქუთაისის "აიასთან" დამარცხდა
დღეს, საკუთარ მოედანზე პატარძეულის "ვეფხვები" ქუთაისის "აიას" დაუპირისპირდა ანგარიში 22:27, "აიას" სასარგებლოდ დასრულდა.
შემდეგ შეხვედრას "ვეფხვები" 2 დეკემბერს რუსთავის "ხარებთან" გამართავს.

ცნობისთვის, გასულ კვირას რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტმა "ვეფხვებს" საკუთარ მოედანზე თამაშის უფლება მისცა. შეხვედრები პატარძეულში იმ მიზეზით არ იმართებოდა, რომ სტადიონი მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. ახლა კი მოწესრიგდა მინდვრის საფარი, დამონტაჟდა 100-კაციანი ტრიბუნა, მოეწყო გასახდელები და განათების სისტემა.

პატარძეულის „ვეფხვები“ კახეთის რეგიონში პირველი გუნდია, რომელიც უმაღლეს ლიგაში თამაშობს.



| Print |
FaceBook Twitter Google